UFC 335 12 დეკემბერს ლას-ვეგასში გაიმართება, სადაც UFC-ის რამდენიმე უდიდესი ვარსკვლავის მონაწილეობით ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართება.
საღამოს მთავარ ბრძოლაში BMF-ის ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა ტიტულს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ დაიცავს. ქვემსუბუქი წონის ყოფილი საჩემპიონო პრეტენდენტი UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს.
ოლივეირამ BMF-ის ქამარი UFC 326-ზე მოიპოვა, სადაც მაქს ჰოლოუეი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამაჯერებლად დაამარცხა.
ლოპესი 145 ფუნტ წონით კატეგორიაში ორჯერ იბრძოდა ტიტულისთვის. ოქტაგონზე ის მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან და „The Great-ის“ მომდევნო მეტოქე მოვსარ ევლოევთან დამარცხდა.
ამ ორი მარცხის გარდა, ლოპესმა UFC-ში 7 მეტოქე დაამარცხა, მათ შორის ტოპ-პრეტენდენტები სტივ გარსია და ჟან სილვა ნოკაუტით.
საღამოს თანამთავარ ბრძოლაში UFC-ის სუპერვარსკვლავი ალექს პერეირა მძიმე წონაში მეორე შეხვედრას ჩაატარებს და რუს ნოკაუტერ სერგეი პავლოვიჩს დაუპირისპირდება.
UFC-ის საშუალო და ქვემძიმე წონის ყოფილ ჩემპიონს მძიმე წონაში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა, UFC Freedom 250-ზე ის მძიმე წონის მოქმედ აბსოლუტურ ჩემპიონ სირილ განთან დამარცხდა.
ახლა პერეირა რეიტინგის მე-2 ნომრის დამარცხებით მძიმე წონის საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებას შეეცდება.
პავლოვიჩს ზედიზედ 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის მნიშვნელოვანი მოგებები ვალდო კორტეს აკოსტასა და ჟაირზინიო როზენსტრუიკის წინააღმდეგ.
ბოლო ბრძოლაში მან კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი გამანადგურებელი ნოკაუტის ძალა და ტალისონ ტეიშეირა ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა.
პავლოვიჩი თავადაც მძიმე წონის დროებითი ტიტულის ყოფილი პრეტენდენტია. UFC-ის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის დამარცხების შემთხვევაში, რუსი მებრძოლი მძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადის გაკეთებასა და საჩემპიონო ბრძოლისთვის პრეტენდენტთა შორის დაბრუნებას შეეცდება.