• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ალექსანდრე თოფურია ბრუნდება - UFC Qatar-ის ბრძოლები ჩაინიშნა
ქართულიქართული
UFCUFC

ალექსანდრე თოფურია ბრუნდება - UFC Qatar-ის ბრძოლები ჩაინიშნა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ირჟი პროჰაზკა 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართ UFC-ის ტურნირზე მთავარ ბრძოლაში ნავახო სტირლინგს დაუპირისპირდება.


ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.


ამავე საღამოს ოქტაგონზე გავა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი, რომლის მეტოქეც პერსპექტიული ქვემსუბუქი წონის მებრძოლი კევინ ვალეხოსი იქნება.


პროჰაზკა (32-6-1) აპრილში კარლოს ულბერგთან საჩემპიონო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ გამარჯვების გზაზე დაბრუნებას შეეცდება.


ჩეხმა მებრძოლმა შეხვედრის დროს მეტოქის დაზიანება მოახერხა, თუმცა საბოლოოდ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.


აღსანიშნავია, რომ 2020 წელს UFC-ში გადასვლის შემდეგ პროჰაზკას არასაჩემპიონო ბრძოლა არ წაუგია, მისი მარცხები მხოლოდ ტიტულისთვის გამართულ დაპირისპირებებში დაფიქსირდა: ულბერგთან ერთხელ და ალექს პერეირასთან 2-ჯერ.


სტირლინგს (11-0) პროფესიონალურ კარიერაში იდეალური შედეგი აქვს, UFC-ის ოქტაგონზე კი მისი მაჩვენებელი 6-0-ია.


Contender Series-იდან UFC-ში მოხვედრილმა მებრძოლმა წელს უკვე 3 ბრძოლა ჩაატარა და სამივე ნოკაუტით მოიგო - მან ბრუნო ლოპესი, იონ კუცელაბა და ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი იან ბლახოვიჩი დაამარცხა.


ამ ღონისძიებაზე ასევე გაიმართება მსუბუქი წონის საინტერესო დაპირისპირება ბრაიან ორტეგასა და დენ ჰუკერს შორის.


ორტეგა ოქტაგონზე მას შემდეგ ბრუნდება, რაც თვალის ზემოთ მიღებული ჭრილობის გამო რენატო მოიკანოსთან დაგეგმილი ბრძოლიდან მოეხსნა.


ჰუკერიც საკმაოდ მოკლე პაუზის შემდეგ იბრძოლებს. მიმდინარე თვის დასაწყისში ის სალაჰდინ პარნასთან პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.


ამავე ღონისძიებაზე იბრძოლებს ალექსანდრე თოფურიაც, რომელიც მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.


ქართველი მებრძოლი ოქტაგონს ბოლო ბრძოლის შემდეგ თითქმის 1 წლის თავზე დაუბრუნდება. 2025 წლის 22 ნოემბერს მან ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.


ირჟი პროჰაზკა - ნავახო სტირლინგი

ალჯამეინ სტერლინგი - კევინ ვალეხოსი

დენ ჰუკერი - ბრაიან ორტეგა

ასუ ალმაბაევი - კიოჯი ჰორიგუჩი

ჯარედ კანონიერი - იკრამ ალისკეროვი

ალექსანდრე თოფურია - სანტიაგო ლუნა

შამილ გაზიევი - ტალისონ ტეიშეირა

ამირ ალბაზი - ალესანდრო კოსტა

ჯეიკ მეთიუსი - აკბარ აბდულაევი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალექსანდრე თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: შემაშფოთებელი სცენა - UFC-ის განცხადება ბარსელოსის მდგომარეობაზე

•UFC

UFC

VIDEO: შემაშფოთებელი სცენა - UFC-ის განცხადება ბარსელოსის მდგომარეობაზე
•UFC

UFC

საავადმყოფოში გადაყვანილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

•UFC

UFC

საავადმყოფოში გადაყვანილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
•UFC

UFC

სკანდალი დანა უაითსა და ედი ჰირნს შორის

•UFC

UFC

სკანდალი დანა უაითსა და ედი ჰირნს შორის
•UFC

UFC

UFC-ის ვარსკვლავების პროგნოზი საჩემპიონო ბრძოლაზე

•UFC

UFC

UFC-ის ვარსკვლავების პროგნოზი საჩემპიონო ბრძოლაზე
•UFC

UFC

News image

27 სექ, 2026

VIDEO: შემაშფოთებელი სცენა - UFC-ის განცხადება ბარსელოსის მდგომარეობაზე

News image

27 სექ, 2026

საავადმყოფოში გადაყვანილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

News image

27 სექ, 2026

სკანდალი დანა უაითსა და ედი ჰირნს შორის

News image

3 სთ წინ

UFC-ის ვარსკვლავების პროგნოზი საჩემპიონო ბრძოლაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება