UFC Vegas 121-ის მთავარი ბრძოლა რაულ როსას უმცროსსა და რაონი ბარსელოსს შორის უაღრესად დრამატული და შემაშინებელი ფინალით დასრულდა.
ბრაზილიელი ვეტერანი, რაონი ბარსელოსი, მსაჯების ჩანაწერებით ოთხი რაუნდის შემდეგ იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა, მეხუთე რაუნდში, თითქოსდა ჩვეულებრივი თექდაუნის მცდელობისას, მან მოულოდნელად გონება დაკარგა. ინციდენტი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბარსელოსმა გონს მოსვლა ოქტაგონზე ვერ შეძლო და ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრძოლის შემდეგ რაულ როსას უმცროსმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მეტოქისთვის ეპარათ, რადგან გავრცელდა ეჭვები სერიოზული დაზიანების შესახებ.
საბედნიეროდ, ბარსელოსის ბანაკიდან დადებითი ცნობები ვრცელდება. მებრძოლის მწვრთნელმა, დავი რამოსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ფანები დაამშვიდა:
„ბიჭებო, რაონი კარგადაა, ყველაფერი წესრიგშია და შეგიძლიათ დამშვიდდეთ. კომპიუტერული ტომოგრაფია უკვე გადაუღეს.“
ჟურნალისტ არიელ ჰელვანის ცნობით, ბარსელოსი გონს მოვიდა, ლაპარაკობს და სხეულისამოძრავებაც შეუძლია, რაც უმძიმესი ნოკაუტის შემდეგ ნამდვილად საუკეთესო სიახლეა.