ზაბიტ მაგომედშარიპოვი საჭიდაო ხალიჩაზე ბრუნდება.
Real American Freestyle-მა დაადასტურა, რომ მაგომედშარიპოვი UFC-ის ქვემსუბუქი წონის კიდევ ერთ ვეტერან გიგა ჭიკაძეს RAF Abu Dhabi-ზე დაუპირისპირდება. ღონისძიება 14 ნოემბერს, Etihad Arena-ზე გაიმართება.
მაგომედშარიპოვმა MMA-ში ბოლო ბრძოლა თითქმის 7 წლის წინ ჩაატარა — 2019 წლის ნოემბერში, მან კალვინ კატარი დაამარცხა. 35 წლის მებრძოლმა UFC-ში ექვსივე ბრძოლა მოიგო. მის გამარჯვებებს შორისაა ჯერემი სტივენსთან მოგებაც, ხოლო 3 შეხვედრა მან ვადამდე დაასრულა.
ჭიკაძეს UFC-ში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ორგანიზაციაში კარიერა მან ზედიზედ 7 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა 2022 წლის იანვარში, UFC Vegas 46-ის მთავარ ბრძოლაში, კატართან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამის შემდეგ „ნინძამ“ ალექს კასერესი დაამარცხა, თუმცა ბოლო 4 ბრძოლა ოქტაგონზე წააგო.
აღსანიშნავია, რომ ეს RAF-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი იქნება.
RAF Abu Dhabi-ის მთავარი მოვლენა კროსოვერ-საჩემპიონო დაპირისპირება იქნება, რომელშიც ერთმანეთს კოლბი კოვინგტონი და ხამზატ ჩიმაევი შეხვდებიან.