შონ სტრიკლენდსა და ნასურდინ იმავოვს შორის დაძაბულობა კულმინაციას აღწევს.
ორმა მებრძოლმა ლას-ვეგასში, UFC-ის პერფორმანს ინსტიტუტში (UFC PI) ერთმანეთს პირადად მიაგნო, სადაც სიტყვიერი შეტაკება ფიზიკური დაპირისპირების ზღვრამდე მივიდა.
ფრანგმა მებრძოლმა შონ სტრიკლენდი სავარჯიშო ცენტრში პირისპირ გამოიჭირა და საჯაროდ მოსთხოვა, რომ მიმდინარე ფინანსური დავებისა და უთანხმოებების ფონზე, საბოლოოდ მოეწერა ხელი სატიტულო ბრძოლის კონტრაქტისთვის. იმავოვმა სტრიკლენდი სიმხდალეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ როცა თავად ადგილზეა, შონი ტერიტორიას ტოვებს.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ინციდენტის დროს უსაფრთხოების სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო, რათა მასიური ჩხუბი აცილებულიყო თავიდან.
სტრიკლენდმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მწვავედ უპასუხა:
სამარცხვინოა... მისმა სავარჯიშო პარტნიორმა ჩვენი განრიგი იცის, რადგან ჩვენთან ვარჯიშობდა. სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 10 საათზე „ექსთრიმშია“, მაგრამ ამის ნაცვლად PI-ში (UFC PI) მისვლა არჩია. ყველაზე კეთილგანწყობილ, სავარაუდოდ, არასათანადოდ ანაზღაურებად პერსონალთან და სრულ დაცვასთან ერთად, კონტენტის მოსაპოვებლად... სიტყვა "ქრინჯის" ზუსტი განმარტებაა.
შონმა იქვე დაამატა, რომ ფრანგის მცდელობა მხოლოდ მცირე დისკომფორტს იწვევდა, რადგან მთელი ეს სცენა ხელოვნურად შექმნილი კონტენტი იყო.