მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს შემცვლელად, სავარაუდოდ, პრემიერ ლიგის გამოცდილების მქონე მოთამაეს მიანიჭებს პრიორიტეტს, მიუხედავად ატალანტას ნახევარმცველის, ედერსონის მიმართ არსებული ინტერესისა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ მანჩესტერ იუნაიტედისთვის მთავარი ფოკუსი ნახევარდაცვის ხაზია, რადგან კაზემირო კლუბის დატოვებას აპირებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდიდან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავა. ასევე მოსალოდნელია, რომ ოლდ ტრაფორდს მანუელ უგარტეც დატოვებს, რომლისთვისაც კლუბში გატარებული პერიოდი რთული აღმოჩნდა.
იუნაიტედის მიზანია მოძებნოს ისეთი მოთამაშე, რომელიც მომავალ სეზონში კობი მეინუსა და ბრუნო ფერნანდეშს შეავსებს. The Athletic-ის ჟურნალისტმა, ლორი უიტველმა, დაადასტურა კლუბის ინტერესი ატალანტას ნახევარმცველის, ედერსონის მიმართ, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ კვლავ იქცა სამიზნედ მისი სახელშეკრულებო მდგომარეობის გამო.
უიტველმა Stretford Paddock-თან საუბრისას აღნიშნა, რომ იუნაიტედი სავარაუდოდ აქცენტს პრემიერ ლიგაში გამოცდილ მოთამაშეზე გააკეთებს. ეს განპირობებულია იმით, რომ უგარტემ, რომელიც ფრანგული ლიგიდან მოვიდა, ვერ მოახერხა კლუბზე შთაბეჭდილების მოხდენა.
იუნაიტედს სანდრო ტონალის (ნიუკასლი), კარლოს ბალებასა (ბრაიტონი) და ელიოტ ანდერსონს (ნოტინგემ ფორესტი) უკავშირებენ.