მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის განაცხადს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად სავარჯიშო შეკრებაზეც გაემგზავრა, თუმცა ინგლისელი თავდამსხმელი უჩვეულო და რთულ სიტუაციაშია.
მას შემდეგ, რაც კლუბმა ვულვერჰემპტონიდან 62.5 მილიონ ფუნტად მატეუს კუნია დაიმატა, რაშფორდს საკულტო მე-10 ნომერი ჩამოართვეს და ბრაზილიელს გადააბარეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაშფორდი ახალ სეზონში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ოლდ ტრაფორდზე მას შემდეგაა თავისუფალი, რაც კლუბი კრისტიან ერიქსენმა დატოვა (აღსანიშნავია, რომ მარკუსმა ზუსტად ეს ნომერი ატარა ბარსელონაში იჯარით ყოფნის დროსაც).
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა აღნიშნა, რომ რაშფორდთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს და ის კვლავ გუნდის ნაწილად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ გასული პერიოდი მისთვის რთული იყო.