საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში სენტ-ეტიენმა როდეზი დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ამით კლუბი სატურნირო ცხრილში ლიდერობს, თუმცა შეხვედრამ ქართველი ლიდერის, ზურიკო დავითაშვილის გარეშე ჩაიარა.
როგორც გაირკვა, ქართველი ფეხბურთელი მატჩის წინ, ღამით შეუძლოდ გახდა და განაცხადშიც ვერ მოხვდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ფეხბურთელს უბრალოდ დასვენების საშუალება მისცეს და, სავარაუდოდ, სერიოზული არაფერია.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა სენტ ეტიენის შემადგენლობაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო პირველ პოზიციაზე მყოფი გუნდი მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად უშუალო კონკურენტ რედ სტართან გამართავს, სადაც ქართველის დაბრუნებასაც ველოდებით.