ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პლატფორმა WhoScored-მა ერთა ლიგის სასტარტო მატჩში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მოთამაშეები შეაფასა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩრდილოეთ ირლანდიელთა კაპიტანი ტრაი ჰიუმი დასახელდა (8.55), ხოლო გამარჯვების გოლის ავტორმა ში ჩარლზმა და მეკარე პირს ჩარლზმა შესაბამისად 8.22 და 8.03 ქულები მიიღეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გადაუჭარბებია 8-ქულიანი ზღვარისთვის, თუმცა შვიდქულიანი ნიშნული სამმა მოთამაშემ გადალახა:
ლუკა ლოჩოშვილი - 7.49 (გუნდის საუკეთესო შედეგი, 93%-ზე მეტი ზუსტი გადაცემა და აქტიურობა შეტევაში)
გიორგი ქოჩორაშვილი - 7.18
ლაშა დვალი - 7.02
დანარჩენი ფეხბურთელების შეფასებები WhoScored-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი - 6.59
საბა გოგლიჩიძე - 6.55
გიორგი ჩაკვეტაძე - 6.49
გიორგი კვერნაძე - 6.42
ანრი მექვაბიშვილი - 6.40
ხვიჩა კვარაცხელია - 6.39
ოთარ კიტეიშვილი - 6.25
საბა ხარებაშვილი - 6.21
ილია ბერიაშვილი - 6.10
გიორგი მიქაუტაძე - 6.07
ოთარ კაკაბაძე - 5.97
ჯიმი ტაბიძე - 5.92
ზურიკო დავითაშვილი - 5.90