UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალექს პერეირა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოეხმაურა თავისი დის, ალინ პერეირას განცხადებას, რომელიც მან ბრძოლის კვირეულზე გააკეთა.
თავად ალექს პერეირა მომავალ თვეში დაგეგმილი სატიტულო მატჩისთვის ემზადება და მძიმეწონოსნებთან სპარინგების გამო კალიფორნიაში ჩასვლა და დის გვერდით ყოფნა ვერ მოახერხა.
ალინ პერეირა ხვალ საღამოს ნეტფლიქსის იმ გრანდიოზულ ქარდზე იჩხუბებს, რომლის მთავარი მოვლენაც რონდა რაუზის დაბრუნებაა. ალინმა წონა უკვე წარმატებით ჩააბარა. პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, იყო თუ არა ეს მისთვის საუკეთესო მომენტი იმისთვის, რომ თავისი სახელოვანი ძმის, ალექს პერეირას ჩრდილიდან გამოსულიყო. ბრაზილიელმა მებრძოლმა უპასუხა, რომ ის არასოდეს ყოფილა ძმის ჩრდილში და ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზეა ფოკუსირებული. ალექს პერეირამ ეს ვიდეო ინსტაგრამზე გააზიარა და დას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ეს ალინ პერეირასთვის კარიერაში მეხუთე პროფესიონალური ორთაბრძოლა იქნება. 130 ფუნტამდე წონით კატეგორიაში მისი მეტოქე კანადელი ჯეიდ მასონ-ვონგია, რომელსაც 2020 წლის შემდეგ MMA-ის წესებით აღარ უჩხუბია და ბოლო წლები კრივსა და ტიტველა ხელებით ბრძოლებში გაატარა.