მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალი და ვინისიუსი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ მართავენ.
ამის შესახებ გადაცემა El Chiringuito-ს წამყვანი, ხოსეპ პედრელოლი იტყობინება.
სიტისთან მატჩის შემდეგ, ვინისიუსმა აღნიშნა, რომ რეალთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მადრიდში რაც შეიძლება დიდი ხნით სურს დარჩენა.
თუმცა, როგორც პედრელოლი ამბობს, რეალი ვინისიუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების გამართვას 2026-ს ზაფხულამდე არ აპირებს.
მოქმედი ხელშეკრულება ვინის რეალთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის წარმომადგენლები საუდის არაბეთის ლიგასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს პოტენციური ხმაურიანი ტრანსფერის თაობაზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები