ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სადებიუტო სეზონი რეალ მადრიდში ისე არ მიმდინარეობს, როგორც ინგლისელი მცველი ისურვებდა.
მას შემდეგ, რაც მან ლივერპული თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ესპანურ გრანდს შეუერთდა, მისი თამაში მუდმივი კრიტიკის საგანია. განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა რეალ ბეტისთან გამართულ მატჩს, რომელშიც მეტოქის კონტრშეტევისას ალექსანდერ-არნოლდი დაცვაში დასაბრუნებლად მხოლოდ ნელი ნაბიჯით გადაადგილდება.
ამ ეპიზოდს სათადარიგოთა სკამიდან გუნდის კაპიტანი და ტრენტის კონკურენტი, დანი კარვახალი აკვირდებოდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დასცინის ესპანელი თანაგუნდელს. მან თითებით სიარულის ჟესტი გააკეთა, რითაც ხაზი გაუსვა ინგლისელის ნელ მოძრაობას. საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ნაწილი მიიჩნევს, რომ კაპიტნის მხრიდან მსგავსი საქციელი მიუღებელია, სხვები კი თვლიან, რომ ალექსანდერ-არნოლდის მიმართ კრიტიკა სამართლიანია, რადგან დაცვაში მუშაობისას ის სათანადო მონდომებას არ იჩენს.
ტრენტისთვის პირველი წელი ესპანეთში რთული აღმოჩნდა. ტრავმებმა მას ხელი შეუშალა სტაბილურობის მოპოვებაში. ლა ლიგის 17 მატჩში მას ჯერ გოლი არ გაუტანია და მხოლოდ 4 საგოლე გადაცემა აქვს.
მადრიდის რეალს, რომელსაც ალექსანდერ-არნოლდთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს, სერიოზული დაფიქრება მართებს იმაზე, თუ როგორ გამოასწოროს სიტუაცია. 34 წლის კარვახალის ხელშეკრულება მალე იწურება და ტრენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ ბრწყინვალე პასების დარიგება, არამედ დაცვაში თავდაუზოგავი შრომაც.