• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რონალდუ თუ მბაპე? - ციფრები, რომლებიც ყველაფერს ამბობს
ფეხბურთიფეხბურთი

რონალდუ თუ მბაპე? - ციფრები, რომლებიც ყველაფერს ამბობს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კილიან მბაპეს ტრანსფერმა მადრიდის რეალში თავიდანვე უდიდესი მოლოდინი გააჩინა.


100-მატჩიანი ზღვარის მიღწევის შემდეგ კი, კრიშტიანუ რონალდუსთან მისი შედარება უკვე გარდაუვალი გახდა. ორივე ფეხბურთელმა კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა (კილიანი ამას ახლაც აგრძელებს) და თეთრი მაისურით ჩატარებული პირველი 100 შეხვედრის შემდეგ ორივეს სერიოზული მიღწევები აქვს.

სიმართლე ისაა, რომ პსჟ-ს ყოფილი ფორვარდის მოსვლის შემდეგ, მადრიდის რეალის არასახარბიელო შედეგებმა ფრანგის ინდივიდუალური მიღწევები გარკვეულწილად დაჩრდილა. მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა მხოლოდ უეფას სუპერთასი და ინტერკონტინენტური თასი მოიგო. ამ მხრივ კილიანს შეუძლია თავი იმით დაიმშვიდოს, რომ არც რონალდუს პირველი წლები იყო ტიტულებით დახუნძლული: სადებიუტო სეზონში მადრიდელებმა ვერაფერი მოიგეს, მეორე წელს კი მხოლოდ ესპანეთის თასს დასჯერდნენ.

თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ გოლებს, კრიშტიანუ რონალდუმ თავიდანვე ძალიან მაღალი თამასა დააწესა – 95 გოლი (აქედან 19 პენალტით) 8 160 წუთში. მბაპეს ანგარიშზე კი 85 გოლი (16 პენალტით) და 23 საგოლე გადაცემაა 8 464 წუთში, რაც დაახლოებით 300 წუთით მეტია პორტუგალიელის მაჩვენებელზე.

მბაპეს გოლები ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება:

ლა ლიგა: 55 გოლი

ჩემპიონთა ლიგა: 22 გოლი

ესპანეთის თასი: 4 გოლი

ესპანეთის სუპერთასი: 3 გოლი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 1 გოლი

ინტერკონტინენტური თასი: 1 გოლი

უეფას სუპერთასი: 1 გოლი

მიუხედავად ამისა, კილიანი გამოირჩევა შეტევის სხვადასხვა ფაზაზე გავლენის მოხდენის უნარით, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალში მისი როლი უფრო დამასრულებლის ფუნქციით შემოიფარგლება, ვიდრე ასისტენტის, მისი საერთო წვლილი უფრო მრავალფეროვან მოთამაშეზე მიგვანიშნებს, ვიდრე რონალდუ იყო კლუბში ყოფნის პირველ წლებში. საერთო ჯამში, მბაპე 108 საგოლე მოქმედებაში მონაწილეობდა.

თუმცა, გუნდისთვის ეს სეზონი შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს. მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, სადაც მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა, ხოლო ესპანეთის თასზე ასპარეზობა მერვედფინალში, ალბასეტესთან დაასრულა.

რაც შეეხება ლა ლიგას, მადრიდელები მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ბარსელონას 11 ქულით ჩამორჩებიან. 10 მაისს დაგეგმილ ელ კლასიკოში გუნდს დამამცირებელი სცენარი ელის: მათ შესაძლოა მოუწიოთ მეტოქისთვის საპატიო დერეფნის მოწყობა ან ყურება, როგორ გაიფორმებს ბარსელონა ჩემპიონობას უშუალოდ კამპ ნოუზე.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მბაპეს სტატისტიკურად ბრწყინვალე სტარტი აქვს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუსთან შედარება მაინც ძალიან რთული გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს კიდევ ბევრი დრო აქვს სხვაობის შესამცირებლად, 100 მატჩის შემდეგ უპირატესობა კვლავ CR7-ის მხარესაა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგა
მბაპე
რეალი
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სინამდვილეში რამ გამოიწვია რეალის ჩავარდნა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სინამდვილეში რამ გამოიწვია რეალის ჩავარდნა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი – როგორია რეალის შემტევი ტრიოს ურთიერთობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი – როგორია რეალის შემტევი ტრიოს ურთიერთობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყდა კლოპი რეალში? - რეალის ლეგენდა კანდიდატებს აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყდა კლოპი რეალში? - რეალის ლეგენდა კანდიდატებს აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

სინამდვილეში რამ გამოიწვია რეალის ჩავარდნა?

News image

3 სთ წინ

ბაიერნი ჩქარობს - კეინი მუნდიალამდე ახალ კონტრაქტს ელის

News image

2 სთ წინ

ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი – როგორია რეალის შემტევი ტრიოს ურთიერთობა

News image

2 სთ წინ

გადაწყდა კლოპი რეალში? - რეალის ლეგენდა კანდიდატებს აფასებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება