• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სინამდვილეში რამ გამოიწვია რეალის ჩავარდნა?
ფეხბურთიფეხბურთი

სინამდვილეში რამ გამოიწვია რეალის ჩავარდნა?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე ხუთი მატჩია დარჩენილი, მადრიდის რეალისთვის ის უკვე ფაქტობრივად უკვე დასრულებულია.


მთელი სეზონის განმავლობაში კლუბს მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის გასახდელში მწვრთნელებთან დაპირისპირება, ფეხბურთელების მხრიდან ერთგულების ნაკლებობა და დისციპლინური დარღვევები, თუმცა რეალისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება წელს ტრავმები აღმოჩნდა.

Defensa Central-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში მადრიდელებს ჯამში 51 ტრავმა დაუგროვდათ. ეს ერთით მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელიც კარლო ანჩელოტის ბოლო სეზონში დაფიქსირდა და მაშინ საგანგაშოდ მიიჩნეოდა. სიას ბოლოს კილიან მბაპე დაემატა, რომელმაც მარცხენა ფეხზე კუნთის დაზიანება მიიღო. ასევე, გუნდის წამყვანმა მცველმა ედერ მილიტაომ მყესის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდება. ის მინიმუმ ხუთ თვეს გამოტოვებს, რაც მის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების იმედებს წერტილს უსვამს.

მოსალოდნელია, რომ მბაპე 3 მაისს ესპანიოლთან შეხვედრას გამოტოვებს და მისი მონაწილეობა ელ კლასიკოშიც საეჭვოა. კლუბმა პრობლემის მოგვარება იანვარში სამედიცინო დეპარტამენტში ნიკო მიჰიჩის დაბრუნებითა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელად ანტონიო პინტუსის დანიშვნით სცადა, თუმცა ამან სიტუაცია ვერ შეცვალა. მთელ შემადგენლობაში მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა ტრავმებისგან თავის დაღწევა: ვინისიუსმა, გონსალომ, ფრან გარსიამ და ბრაჰიმმა. ყველა სხვა მოთამაშე სეზონის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც იყო დაშავებული.

ეს რეალისთვის ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან ტრავმების უმრავლესობამ პირდაპირი გავლენა იქონია გუნდზე - მათ შორის ტიბო კურტუას არყოფნამ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში. ამიტომ, მომავალი სეზონისთვის ტრავმების ამ პრობლემის მოგვარება კლუბის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ლა ლიგა
მბაპე
მილიტაო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლევანდოვსკიმ საკუთარ თავს გადაასწრო - უკეთესი, ვიდრე დორტმუნდში!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ საკუთარ თავს გადაასწრო - უკეთესი, ვიდრე დორტმუნდში!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი არბელოას იცავს - რეალის გასახდელი მწვრთნელის მხარესაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი არბელოას იცავს - რეალის გასახდელი მწვრთნელის მხარესაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრუიფის აჩრდილი კატალონიაში - გვარდიოლა და ახალი თაობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრუიფის აჩრდილი კატალონიაში - გვარდიოლა და ახალი თაობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ლევანდოვსკიმ საკუთარ თავს გადაასწრო - უკეთესი, ვიდრე დორტმუნდში!

News image

10 სთ წინ

ვინისიუსი არბელოას იცავს - რეალის გასახდელი მწვრთნელის მხარესაა

News image

10 სთ წინ

კრუიფის აჩრდილი კატალონიაში - გვარდიოლა და ახალი თაობა

News image

9 სთ წინ

1/2 ფინალების 10 საუკეთესო პერფორმანსი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება