ვინისიუს ჟუნიორი ალვარო არბელოას მთავარ საყრდენად იქცა - ბრაზილიელი ვარსკვლავი ყველაფერს აკეთებს, რომ მწვრთნელს სამეფო კლუბში პოზიციები გაუმყაროს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალისთვის 2026 წლის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინისიუსმა არბელოას ხელში ძველი ფორმა დაიბრუნა. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ისეთივე კავშირი დამყარდა, როგორიც თავის დროზე კარლო ანჩელოტისთან არსებობდა. ჩაბი ალონსოს პერიოდში ჩამქრალი ვინისიუსი, არბელოას მოსვლის შემდეგ გუნდის ნამდვილ ლიდერად გარდაიქმნა, მან ამ სეზონში გატანილი 19 გოლიდან 13 სწორედ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მიითვალა.
ვინისიუსი არბელოას არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც იცავს. ბრაზილიელთან ერთად, მწვრთნელის მხარეს არიან ისეთი ბოსები, როგორებიც არიან კურტუა, ჩუამენი, რუდიგერი და ბელინგემი. არბელოამ შეძლო და დაამშვიდა „ვინისიუსის შტორმი“, რომელიც ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ კლუბში მძვინვარებდა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვინისიუსთან ერთად ''ნაპერწკალი'' დაიბრუნა ფედერიკო ვალვერდემაც. ორივე ფეხბურთელი, რომლებიც ალონსოს დროს კრიტიკის ქარცეცხლში იყვნენ, ახლა არბელოას პროექტის მთავარი დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შედეგები ჯერჯერობით იდეალური არ არის, გასახდელში ატმოსფერო გამოსწორდა და გუნდის ბირთვი ერთი მიმართულებით მიდის.