• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რეალის ლეგენდა მბაპეს აფრთხილებს
ფეხბურთიფეხბურთი

რეალის ლეგენდა მბაპეს აფრთხილებს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რეალ მადრიდის ლეგენდა ლუიშ ფიგუ კილიან მბაპეს ტრავმასთან დაკავშირებით თამამ რჩევას აძლევს


2025-26 წლების სეზონში კილიან მბაპე რეალ მადრიდის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 38 გატანილი გოლით მან გუნდის მთავარი მეგოლის სტატუსი განიმტკიცა, თუმცა ფრანგის მარცხენა მუხლის ტრავმამ კლუბში დიდი გაურკვევლობა გააჩინა. ოსასუნასთან მატჩის გამოტოვების შემდეგ მბაპეს მუხლის იოგების დაჭიმვა დაუდგინდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე უფრო რთულადაა და საუბარია უკანა ჯვარედინი იოგის ნაწილობრივ გაწყვეტაზე, რამაც შესაძლოა ფეხბურთელი მოედანს იმაზე დიდხანს ჩამოაშოროს, ვიდრე მოელოდნენ.

მიუხედავად მძიმე პროგნოზებისა, სამეფო კლუბში ოპტიმიზმს ინარჩუნებენ და ელიან, რომ მბაპე მანჩესტერ სიტისთან საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება. სწორედ ამ ფონზე გადაწყვიტა ლუიშ ფიგუმ 27 წლის ვარსკვლავისთვის რჩევის მიცემა, რომელიც Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა.


მბაპეს ტრავმის შემთხვევაში მთავარია, თავად ფეხბურთელმა რას გრძნობს. ღირს თუ არა რისკზე წასვლა და ხომ არ მოჰყვება ამას უფრო მძიმე შედეგები... ჩემს შემთხვევაში, რამდენჯერმე საკუთარ თავს ძალა დავატანე, რათა მოედანზე ვყოფილიყავი და ეს კარგად არ დასრულებულა. საბოლოო ჯამში, მსგავსი მსხვერპლი ყოველთვის იჩენს თავს და თავის ფასს მოითხოვს


მას შემდეგ, რაც როდრიგომ ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, გულშემატკივრები მბაპეს მიმართ მაქსიმალურ სიფრთხილეს ითხოვენ. მართალია, გუნდის მწვრთნელმა ალვარო არბელოამ იმედი გამოთქვა, რომ კილიანი მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდება, მაგრამ არსებობს შიში, რომ რეციდივის შემთხვევაში მან შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და მომავალი სეზონიც კი გამოტოვოს.

ამჟამად რეალ მადრიდი სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დგას: დანი კარვახალი, ედერ მილიტაო და ახლა უკვე როდრიგო გუნდს ვერ ეხმარებიან. ბოლო წლებში ტიბო კურტუასა და დავიდ ალაბას მსგავსი მძიმე ტრავმების სიხშირემ ფანებს შორის კლუბის სამედიცინო პერსონალის მიმართ დიდი უნდობლობა გააჩინა.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ლუიშ ფიგუ
მბაპე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,რეალში უბრალოდ მწვრთნელი არ უნდა იყო" - ბეილი ზიდანსა და ანჩელოტიზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რეალში უბრალოდ მწვრთნელი არ უნდა იყო" - ბეილი ზიდანსა და ანჩელოტიზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბეილი: „რეალში რონალდუ მიხვდა, რომ გოლებს მეტი აღიარება მოჰქონდა და თამაშის სტილი შეცვალა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბეილი: „რეალში რონალდუ მიხვდა, რომ გოლებს მეტი აღიარება მოჰქონდა და თამაშის სტილი შეცვალა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინია: ,,რეალში გადასვლა? პსჟ-დან წასვლა სისულელე იქნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინია: ,,რეალში გადასვლა? პსჟ-დან წასვლა სისულელე იქნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

,,რეალში უბრალოდ მწვრთნელი არ უნდა იყო" - ბეილი ზიდანსა და ანჩელოტიზე

News image

7 სთ წინ

ბეილი: „რეალში რონალდუ მიხვდა, რომ გოლებს მეტი აღიარება მოჰქონდა და თამაშის სტილი შეცვალა"

News image

10 სთ წინ

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"

News image

11 სთ წინ

ვიტინია: ,,რეალში გადასვლა? პსჟ-დან წასვლა სისულელე იქნება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება