პსჟ მაიკლ ოლისეს ტრანსფერით ინტერესდება.
პარიზული კლუბი მიმდინარე ზაფხულს მიუნხენის ბაიერნის ვინგერის, მაიკლ ოლისეს შეძენას შეეცდება.
ამის შესახებ ინფორმაციას L’Équipe-ი Get Football News France-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ გარიგების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.
პსჟ-ს გარდა ამ ზაფხულს ოლისეს ინტერესს მადრიდის რეალსაც აწერდნენ, რომელიც თითქოს მზად იყო ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ბაიერნმა ფრანგის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
გასულ სეზონში ოლისემ ბუნდესლიგის 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.