ბერნარდუ სილვასთვის სამი ესპანური გრანდი იბრძვის.
აქამდე იწერებოდა, რომ ფეხბურთელის დამატებაზე პრეტენზიას ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი აცხადებდნენ და რომ ნახევარმცველი ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთზე შეაჩერებდა არჩევანს.
თუმცა, როგორც იწერება, თავისუფალი აგენტისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალიც ჩაერტო.
ჟოზე მოურინიომ პირადად სთხოვა კლუბს მისი გაფორმება. ბერნარდუს ტრანსფერის საკითხი გუშინ განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც მოურინიო, ჟორჟე მენდეში, ხოსე ანხელ სანჩესი და ხუნი კალაფატი ესწრებოდნენ.
თავდაპირველად, ბერნარდუ სილვა საკუთარი მომავლის გადაწყვეტას მსოფლიო ჩემპიონატამდე გეგმავდა, თუმცა არსებული კონკურენციისა და არჩევნის საჭიროების გამო, მან გადაწყვეტილების მიღება მუნდიალის დასრულებამდე გადადო.