ბარსელონა რაშფორდის გამოსყიდვას არ აპირებს.
ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ბარსაში იჯარით თამაშობდა, ფორმალურად მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება, რადგან ბარსამ მისი გამოსასყიდი თანხის (30 მლნ ევრო) გადახდა არ მოისურვა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაშფორდის ბარსელონაში დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუ მან იუნაიტედი კიდევ ერთ იჯარას, ან ფასის შემცირებას დათანხმდება.
ფეხბურთელის გამოსყიდვის გადახდა ბარსელონას 15 ივლისამდე შეუძლია, თუმცა როგორც ირკვევა, ამის გაკეთებას არ აპირებს.
თავის მხრივ, მანჩესტერს სხვა გეგმები აქვს და კიდევ ერთ იჯარაზე დათანხმება არ სურს, შესაბამისად პრიორიტეტი ამ ზაფხულსვე გაყიდვას ენიჭება.