იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვენგერი: "მბაპე რეალის განტევების ვაცია"
ფეხბურთიფეხბურთი

ვენგერი: "მბაპე რეალის განტევების ვაცია"

10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, არსენ ვენგერმა, კილიან მბაპეს დაუჭირა მხარი.


ვენგერმა განაცხადა, რომ ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კრიტიკის ობიექტი გახდა.

27 წლის თავდამსხმელმა 2025/26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 56 მატჩში 42 გოლი გაიტანა, თუმცა გუნდის წარუმატებელი სეზონის ფონზე კრიტიკაც არაერთხელ დაიმსახურა. მადრიდულმა კლუბმა სეზონი მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე დაასრულა.

ვენგერის თქმით, მბაპეს მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია და რეალის პრობლემები მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი ვერ იქნება:


რეალს სამი ან ოთხი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავს. ადრე ათი ჰყავდა. ფეხბურთში ყოველთვის საჭიროა განტევების ვაცი და სწორედ ასეთი ადამიანი გახდა მბაპე.


ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბევრი ადამიანი მბაპეს მაღალ დონეს ვეღარ ამჩნევს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალს რთული სეზონი ჰქონდა. მისი აზრით, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონატს შესანიშნავ ფორმაში და დიდი გამოცდილებით ხვდება.

მბაპემ 2025/26 წლების სეზონში ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილდოც მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატებზე კი უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. 2022 წლის მუნდიალზე მან 8 გოლი მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ფინალში არგენტინის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკიც შეასრულა. 2018 წელს კი საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ახლა მბაპე კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და შეეცდება, რომ საკუთარი შთამბეჭდავი სანაკრებო კარიერა კიდევ უფრო გაამდიდროს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენ ვენგერი
ლა ლიგა
მბაპე
მსოფლიო ჩემპიონატი
რეალი
საფრანგეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მბაპეს ბოდიში და ჩინური ტელევიზიის რადიკალური გადაწყვეტილება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ბოდიში და ჩინური ტელევიზიის რადიკალური გადაწყვეტილება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს სკანდალის გამო ლა ლიგის პრეზიდენტი ჩინეთის ელჩს შეხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს სკანდალის გამო ლა ლიგის პრეზიდენტი ჩინეთის ელჩს შეხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

მბაპეს ბოდიში და ჩინური ტელევიზიის რადიკალური გადაწყვეტილება

News image

6 სთ წინ

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა

News image

5 სთ წინ

მბაპეს სკანდალის გამო ლა ლიგის პრეზიდენტი ჩინეთის ელჩს შეხვდა

News image

4 სთ წინ

გაგრძელდება თუ არა ვენგერის თამაშგარის წესის ტესტირება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება