2026 წლის ოქროს ბურთზე ჰარი კეინთან მცირე სხვაობით წაგების შემდეგ, კილიან მბაპე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად ძალიან უსიამოვნო მიზეზით.
მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის საავტორო გადაცემა The Bridge-ში ფრანგმა ვარსკვლავმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებელ მაო ძედუნთან თავის მსგავსებაზე იხუმრა.
აპრილში ჩაწერილი ეს ეპიზოდი სოციალურ ქსელში ორშაბათს გავრცელდა და ჩინეთში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. მართალია, გამოქვეყნებამდე ვიდეო მბაპეს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა ჩინურ პლატფორმებზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო, გადაცემის ავტორებმა ის ორ საათში წაშალეს. მოგვიანებით The Bridge-ის ინსტაგრამზე ოფიციალური ბოდიშიც გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ წუხან ჩინელი ხალხის შეურაცხყოფის გამო.
სიტუაციის განსამუხტად საჯარო ბოდიში თავად კილიან მბაპემაც მოიხადა, თუმცა ამან პროცესები ვეღარ შეაჩერა. ფრანგის უნებლიე ხუმრობას უმკაცრესი კომერციული და სპორტული რეაგირება მოჰყვა. სამმა მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ - Dongpeng-მა, Mengniu-მ და Milkground-მა მბაპესთან სასპონსორო ხელშეკრულებები მომენტალურად გაწყვიტა. ყველაზე რადიკალური ნაბიჯი კი ჩინეთის ოფიციალურმა მაუწყებელმა, CCTV-მ გადადგა - ტელევიზიამ სრულად შეაჩერა ესპანეთის ლა ლიგის იმ მატჩების ტრანსლაცია, რომლებშიც მბაპე მიიღებს მონაწილეობას და ეთერიდან მისი მონაწილეობით ჩაწერილი ყველა სარეკლამო რგოლიც ამოიღო.
სკანდალი მწვავდება - რატომ გაუწყვიტეს ჩინეთში მბაპეს კონტრაქტები?