ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოების შედეგებმა პარიზული კლუბის გულშემატკივრებისა და პლატფორმა PSG Community-ის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.
პსჟ-ის ფანები გაბრაზებულები არიან იმით, რომ ფრანგული გრანდის ლიდერები - უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ფაბიან რუისი საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ.
PSG Community-მ შედეგების გაგებისთანავე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
არც უსმანი, არც კვარა და არც ფაბიან რუისი ოქროს ბურთის ხუთეულში? არ გრცხვენია? @francefootball

პსჟ-ის ფანებმა ასევე მიუნხენის ბაიერნის კარში მათი ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლის ვიდეო დადო წარწერით:
ჩვენ არ დავივიწყებთ ფეხბურთის გაკვეთილს, რომელიც მათ მივეცით. თქვენ ჩვენი ოქროს ბურთები ხართ.
პარიზელთა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში ორგანიზაცია France Football მკაცრად გააკრიტიკეს და შედეგები კატასტროფად შეაფასეს.