France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, ვენსან გარსიამ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შედეგები შეაფასა.
მან პარი სენ-ჟერმენი კლუბის ფეხბურთელების მხარდასაჭერად წარმოებული კამპანიის გამო გააკრიტიკა. მისი აზრით, პარიზულ გრანდს მთელი ძალისხმევა ერთადერთი კანდიდატისთვის უნდა მიემართა:
პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია მეექვსე ადგილზე გავიდა, უსმან დემბელე – მეშვიდეზე, ფაბიან რუისი კი – მეათეზე. ჩემი აზრით, პარი სენ-ჟერმენის კამპანია საკმარისად მკაფიო არ იყო. თავდაპირველად კლუბი სამი ფეხბურთელის კანდიდატურას უჭერდა მხარს, შემდეგ კი – ორის.
ვფიქრობ, პარიზელებს მთელი ძალისხმევა ერთი ფეხბურთელის გამარჯვებისთვის უნდა მიემართათ. ჩემი აზრით, ეს მოთამაშე ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი უსმან დემბელე უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.