მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.
ვითარება კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ რეალმა ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესისთვის 150-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.
ატლეტიკომ ეს წინადადება დაუყოვნებლივ უარყო, თუმცა ასეთმა მაღალფასიანმა შეთავაზებამ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო ასწია.
ბარსელონას ალვარესის ყიდვა სურს, თუმცა ატლეტიკო არგენტინელს წასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მისი ფასის ასე გაზრდა კიდევ უფრო ართულებს ისედაც ძალიან რთულ ტრანსფერს.
აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო ცნობილი ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასია.