პაუ კუბარსი 2026 წლის ახალგაზრდული ჯილდოს, Golden Boy-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს და თანაგუნდელ ლამინ იამალს 700 ქულით უსწრებს.
19 წლის მცველმა, რომელიც ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში წარმატებით ასპარეზობს, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მისი ბრწყინვალე ფორმა ოქროს ბურთის საუკეთესო ათეულში მოხვედრითაც გამოიხატება.
რეიტინგის მიხედვით, ახალგაზრდათა სამეულში კუბარსისა და იამალის შემდეგ რეალის ახალწვეული იან დიომანდე იმყოფება, ხოლო მეოთხე პოზიციას პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი ზაირ-ემერი იკავებს.
ათეულში ასევე მოხვდა მოროკოელი აიუბ ბუადი, რომელსაც მანჩესტერ სიტიში როდრის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ტრადიციულად ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს ამ ჯილდოზე. ბოლო წლების განმავლობაში გამარჯვებულები პედრი (2021), გავი (2022) და ლამინ იამალი (2024) გახდნენ. წლევანდელი ჯილდოს გამარჯვებულის ვინაობა ლონდონში, 2026 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.