ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონას სიაში თავდამსხმელის პოზიციაზე ახალ ვარიანტი გაჩნდა.
ბარსელონა სპორტინგის თავდამსხმელ ლუის სუარესს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, იმ შემთხვევაში, თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი არ შედგება.
მისი შეძენა მარტივი არ იქნება, რადგან სუარესი სპორტინგისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, თუმცა ის ბარსას კანდიდატთა სიაშია.
ბარსელონა სუარესისა და სხვა ალტერნატიული ვარიანტების განხილვას მხოლოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს, იმ შემთხვევაში, თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი კვლავ ვერ განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კატალონიურ გრანდს გიორგი მიქაუტაძის სახელსაც უკავშირებენ.
ჰანსი ფლიკსა და დეკუს მიქაუტაძეზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ