ხულიან ალვარესმა თანაგუნდელებს ღიად განუცხადა, რომ ბარსელონაში ტრანსფერზე მუშაობისას შეცდომა დაუშვა.
ჟურნალისტ მიგელ მარტინ ტალავერას ინფორმაციით, არგენტინელმა ფორვარდმა აღიარა, რომ მისი მიდგომა და გამოხატვის ფორმა არასწორი იყო, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატლეტიკოსადმი მისი ერთგულება დიდია და გუნდი მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის გართულებისა და ტრანსფერის ბლოკირების ფონზე ალვარესს კლუბის დატოვების სურვილი სრულად არ გაჰქრობია, მას უკვე კარგად აქვს გააზრებული, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლა გამოირიცხა.
მოსალოდნელი კრიტიკისა და სირთულეების გათვალისწინებით, ფეხბურთელი თანდათან იმ დასკვნამდე მიდის, რომ მისი მომავალი ატლეტიკოშია.