ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

რეალმა ვილიარეალს მბაპეს დუბლით მოუგო — მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რეალმა ვილიარეალს მბაპეს დუბლით მოუგო — მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ვილიარეალი დაამარცხა.


შეხვედრა ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.


პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, რეალმა დაწინაურება მეორეს დაწყებისთანავე მოახერხა — 47-ე წუთზე ვინისიუსის გარღვევის შემდეგ, საჯარიმოში გაუგებრობით ყველაზე კარგად მბაპემ ისარგებლა, რომელმაც ახლოდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.


გაშვებულმა გოლმა თამაში დიდად არ გახსნა — ვილიარეალს ერთი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა, სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, ხერარდ მორენომ ახლო მანძილიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა.


ბოლოს რეალი ბურთის გაკონტროლებაზე აკეთებდა აქცენტს და თითქოს, საქმე მინიმალურ გამარჯვებამდეც მიჰყავდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კილიან მბაპემ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე, პანენკას სტილში შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


მასპინძელთა რიგებში მატჩი სასტარტოში დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მოედანზე 77 წუთი გაატარა, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ მიუღია და გამოცემა FootMob-ისგან 5.8 შეფასება მიიღო.


რეალმა 51 ქულა დააგროვა და მინიმუმ ბარსელონას მატჩამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა, ვილიარეალს კი 41 ქულა დარჩა და გუნდი მე-4 ადგილზე ჩამოჩოჩდა, მესამეზე ამჟამად ატლეტიკოა, რომელსაც იმდენივე ქულა, თუმცა ცოტათი უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

რეალი
ვილიარეალი
ლა ლიგა
გიორგი მიქაუტაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბერნაბეუზე გამართული კონცერტების გამო რეალს სასამართლოში უჩივიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბერნაბეუზე გამართული კონცერტების გამო რეალს სასამართლოში უჩივიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი მატჩი ლა ლიგაში — მიქაუტაძის ვილიარეალს რეალი ესტუმრება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი მატჩი ლა ლიგაში — მიქაუტაძის ვილიარეალს რეალი ესტუმრება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მოურინიოს სიტყვები? ყველამ იცის, რას ნიშნავს ჟოზე ჩემთვის", — არბელოას პრესკონფრენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მოურინიოს სიტყვები? ყველამ იცის, რას ნიშნავს ჟოზე ჩემთვის", — არბელოას პრესკონფრენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

News image

23 იან, 2026

ბერნაბეუზე გამართული კონცერტების გამო რეალს სასამართლოში უჩივიან

News image

16 სთ წინ

დიდი მატჩი ლა ლიგაში — მიქაუტაძის ვილიარეალს რეალი ესტუმრება

News image

23 იან, 2026

"მოურინიოს სიტყვები? ყველამ იცის, რას ნიშნავს ჟოზე ჩემთვის", — არბელოას პრესკონფრენცია

კომენტარები