არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღევანდელ, შაბათის საღამოს ლა ლიგის მესამე და მეორეადგილოსანი გუნდების დაპირისპირება გაგვილამაზებს.
ლა ლიგის 21-ე ტური, სტადიონი ლა სერამიკა
ვილიარეალი ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და სათადარიგო მატჩით მესამე ადგილზე იმყოფება. ამ შეხვედრაში გამარჯვება „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ლიდერებთან მაქსიმალურად დააახლოებს და ჩემპიონობის ამბიციებს მკაფიოდ წარმოაჩენს.
ვილიარეალი ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და სათადარიგო მატჩით მესამე ადგილზე იმყოფება. ამ შეხვედრაში გამარჯვება „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ლიდერებთან მაქსიმალურად დააახლოებს და ჩემპიონობის ამბიციებს მკაფიოდ წარმოაჩენს. მარსელინოს გუნდი საკუთარ მოედანზე განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა — ათ საშინაო მატჩში 25 ქულა დააგროვა. პარალელურად, ევროპული კამპანია წელს წარუმატებელი აღმოჩნდა: აიაქსთან ბოლო მარცხმა (1:2) ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა საბოლოოდ დაადასტურა. ახლა ვილიარეალს შეუძლია სრულად შიდა ჩემპიონატზე კონცენტრირდეს.
რეალი ვილიარეალში ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოსთან ფეერიული გამარჯვების (6:1) შემდეგ ჩადის. ამ წარმატებამ ალვარო არბელოას გუნდს თასებზე განცდილი ბოლოდროინდელი იმედგაცრუება გადაავიწყა და ბარსელონას დევნაზე გადააერთო.
„ბლანკოსი“ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ამიტომ ქულების დაკარგვა შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ შესანიშნავ ფორმაში მყოფი კილიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი. სტუმრის სტატუსის მიუხედავად, მადრიდელები გასვლით მატჩებშიც თავდაჯერებულად გამოიყურებიან — სეზონის ათ სტუმრობაში 30-დან 21 ქულა აქვთ მოპოვებული. გამარჯვების შემთხვევაში რეალი სატურნირო ცხრილის სათავეში, მინიმუმ, კვირის მატჩებამდე გადავა.
საკადრო პრობლემები არბელოასთვის კვლავ სერიოზული გამოწვევაა: ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო პრაქტიკულად მთელი ძირითადი დაცვის ხაზი (მილიტაო, რუდიგერი, ალექსანდერ-არნოლდი) და საყრდენი ნახევარმცველი ჩუამენი ვერ ითამაშებენ. ამ ვითარებაში სამწვრთნელო შტაბს იმპროვიზაცია უწევს და დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვალვერდეს გამოყენებას გეგმავს.
დანაკლისები ვილიარეალსაც აქვს — დისკვალიფიკაციის გამო მატჩს გამოტოვებენ ნახევარდაცვის ლიდერი კომესანია და მცველი მოურინო.
მოსალოდნელია გახსნილი თამაში მრავალი საგოლე მომენტით, რადგან ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ეცდება სტუმართა დაცვაში არსებულ პრობლემებს მაქსიმალურად გამოიყენოს, ხოლო მადრიდელები შეტევის ხაზში თავიანთი ვარსკვლავების ინდივიდუალურ ოსტატობაზე გააკეთებენ აქცენტს.
პირველი წრის მატჩი გუნდებს შორის საკმაოდ საინტერესო გამოვიდა — პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორეში მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა და რეალმა 3:1 მოიგო. ქართველებისთვის ეს განსაკუთრებით გამორჩეული თამაში იყო, რადგან გიორგი მიქაუტაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რეალს გაუტანა და თანაც სად, სანტიაგო ბერნაბეუზე.
მიქაუტაძეს ლა ლიგის ამ სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული (9 სასტარტოდან) და ჯამურად 842 ჩატარებულ შეხვედრაში მან 5 გოლს და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ეს წელი გიოსთვის ჩინებულად დაიწყო და მან ლა ლიგაში უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო, თანაც მიყოლებით (ჯერ ელჩესთან, შემდეგ ალავესთან).
ვილიარეალი: ლუის ჯუნიორი; ნავარო, ფოითი, ვეიგა, კარდონა; პარეხო, გეიე, მოლეირო, ბუჩანანი, მორენო, მიქაუტაძე
რეალი: კურტუა, ვალვერდე, ასენსიო, ჰაუსენი, კარერასი, გიულერი, კამავინგა, ბელინგემი, ვინისიუსი, მასტანტუონო, მბაპე.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები