სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის სამმა ფეხბურთელმა რეალთან მატჩის წინა დასკვნითი ვარჯიში გამოტოვა.
AS-ის ინფორმაციით, დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა კეილ უოკერმა, ნათან აკემ და იოშკო გვარდიოლმა ვერ მიიღეს. ამ უკანასკნელმა დაზიანება კრისტალ პალასთან შაბათის შეხვედრაში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უოკერმა ტრავმა ბრაზილიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, აკემ კი - არსენალთან მატჩის პირველ ტაიმში.
როგორც სიტის გაშუქების ერთ-ერთი მთავარი არხი City_Xtra იტყობინება, გუნდთან ერთად მადრიდში კაილ უოკერი და აკე ვერ გაემგზავრებიან, გვარდიოლი კი ჩავა ესპანეთის დედაქალაქში და მისი მდგომარეობა უშუალოდ მატჩის წინ შეფასდება.
კომენტარები