მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 1/2 ფინალურ მატჩში გრიგორ დიმიტროვი 6:2 6:3 დაამარცხა და მაიამის მასტერსის ფინალში გავიდა.
ტურნირზე ჩატარებულ ხუთ მატჩში სერბმა არცერთი სეტი არ დათმო.
ჯოკოვიჩისთვის ეს მასტერსზე მე-60 ფინალია და მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. გარდა ამისა, მაიამის ტურნირზე ნათამაშები ფინალების რაოდენობით ნოლე ანდრე აგასის დაეწია - ახლა ორივეს 8-8 ფინალი აქვს.
ასევე, ნოვაკი მასტერსების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა - 37 წლის და 10 თვის. მან როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2019-ში ინდიან უელსის (წააგო დომინიკ ტიმთან) და მაიამის (მოუგო ჯონ იზნერს) ფინალებში შეძლო გასვლა 37 წლის და 7 თვის ასაკში.
ATP ტურნირის ფინალში ნოვაკმა ზედიზედ მე-20 სეზონში შეძლო გასვლა (2006-2025) და იმავე ფედერერის (2000-2019) რეკორდი გაიმეორა.
მთლიანობაში კვირას გასამართი ფინალი ნოვაკისთვის 142-ე იქნება და ის მე-100 ტიტულისთვის ჩეხ იაკუბ მენსიკს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები