ავსტრალიის ღია პირველობაზე 2026 წელს სარეკორდო რაოდენობის საპრიზო ფონდი გათამაშდა.
ტურნირის ოფიციალური საიტის მიხედვით, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, წინა წელთან შედარებით, საპრიზო თანხა 16%-ით გაიზარდა და 111.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, წლევანდელმა ჩემპიონებმა - კარლოს ალკარასმა და ელენა რიბაკინამ 4.15-4.15 მლნ აშშ დოლარი მიიღეს, ფინალისტებმა 2.15-2.15 მლნ აშშ დოლარი დაიმსახურეს, ხოლო ნახევარფინალისტებს 1.25-1.25 მლნ აშშ დოლარი ერგოთ.
ალკარასმაც და რიბაკინამაც AO-ზე ტიტული კარიერაში პირველად მოიგეს. ესპანელმა ჯამში დიდი სლემის 7 ტიტული მოაგროვა, ხოლო ყაზახისთვის მე-2 სლემია.