• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რიჩმონდიდან ელ პასომდე - დანი როხასის ისტორია
ფეხბურთიფეხბურთი

რიჩმონდიდან ელ პასომდე - დანი როხასის ისტორია

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თუ ტედ ლასო ერთხელ მაინც გინახავს შეუძლებელია ეს სატელევიზიო სერიალი არ გიყვარდეს, ხოლო თუ შენც რიჩმონდის გულშემატკივარი ხარ, დანი როხასი აუცილებლად შენი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. 


მექსიკელი ფორვარდი, რომლის პირველივე გამოჩენიდან ნათელი ხდება, რომ ის უბრალოდ რიგითი პერსონაჟი არაა. შეუძლებელია არ გადაგედოს  ენერგია და პოზიტივი, რომელსაც დანი ასხივებს. მისთვის ფეხბურთი არც უბრალო პროფესიაა და არც მხოლოდ შემოსავლის წყარო.


ფეხბურთი ცხოვრებაა





ქაოტურ, ხმაურიან, ზედმეტად ოპტიმისტურ და ძალიან ემოციურ მექსიკელს სერიალში კრისტობალ ფერნანდესი განასახიერებეს, რომელიც ისევე როგორც ტედ ლასოს სამყაროში, რეალურ ცხოვრებაშიც გვადალახარადანაა. 



ისევე როგორც უამრავი მექსიკელი ბავშვი, კრისტოც პატარაობიდან მოიწამლა ფეხბურთით. სამწუხაროდ “დანის” ახალგაზრდული კარიერა, რომელიც ზაპოპანის ტეკოსში დაიწყო, მუხლის ტრავმის გამო მალევე დასრულდა. 


- ახალ ბიჭს რა ჰქვია? დანი …

- დანი როხასი

- რამდენად კარგია?

- ის ზაფხულში ჩამოვიდა, მაშინვე ტრავმა მიიღო, ასე რომ მისი თამაში არავის უნახავს.


სწორედ ტედ ლასოსა და ქოუჩ ბერდის ამ დიალოგით ვეცნობით დანის. ფერნანდესის რეალურ ცხოვრებასა და სერიალს შორის კიდევ არაერთი პარალელის გავლებაა შესაძლებელი, მაგალითად ის, რომ კრისტო რეალურ ცხოვრებაშიც გვადალახარადან ლონდონში, კარიერული ზრდისთვის ჩამოვიდა.



ფერნანდესი ფიქრობდა რომ კოლეჯში დაწყებულ ოცნებას მსახიობობაზე ლონდონში აიხდენდა - მექსიკელი მართალი აღმოჩნდა. რამდენიმე ინდი ფილმში მონაწილეობის შემდეგ კრისტო ტედ ლასოს ქასთინგზე მოხვდა და როლიც მარტივად მიიღო.


დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით სერიალის თილისმის, დანი როხასის დევიზი “ფეხბურთი ცხოვრებაა” მხოლოდ პერსონაჟის გამოხატულება არაა და ეს კრისტობალ ფერნანდესის ცხოვრების სტილია. 



2026 წლის დასაწყისში მექსიკელმა MLS-ის გუნდ ჩიკაგო ფაიერის მეორე გუნდში დაიწყო ვარჯიში, შემდეგ კი ამერიკის რანგით მეორე ლიგის, USL Championship-ის ელ პასოს ლოკომოტივში მივიდა სინჯებზე. კრისტომ ნიუ მექსიკო იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ პრესეზონის მატჩში დაახლოებით 30 წუთი ითამაშა  და კონტრაქტის შესახებ კლუბის გადაწყვეტილებას დაელოდა.


გვადალახარელი ბიჭის ოცნება ახდა - 12 მაისს კრისტომ ლოკომოტივთან პროფესიონალურ კონტრაქტის მოაწერა ხელი.


ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრების და იდენტობის დიდი ნაწილი იყო და სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურად თამაშის ოცნება გულიდან არასოდეს გამქრალა 

კრისტო ფერნანდესი




მისი ფეხბურთისადმი სიყვარული და ლიდერული თვისებები გასახდელში დაგვეხმარება იმ პოზიტიური კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებაში, რომლის შექმნასაც კლუბში ვცდილობთ 

ელ პასოს ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი, ჯუნიორ გონსალესი

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კონკურენტის წერილი ფლორენტინო პერესს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონკურენტის წერილი ფლორენტინო პერესს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

კონკურენტის წერილი ფლორენტინო პერესს

News image

1 სთ წინ

პერესი: „თუ ბარსელონას ჩივილი უნდა, მიჩივლოს"

News image

1 სთ წინ

„რატომ არ გაამართლა ალონსომ?", - ფლორენტინო პერესი ყოფილ მწვრთნელზე

News image

35 წთ წინ

პერესი: „ყოველთვის საუკეთესოებს ვყიდულობდი - ფიგუ, ზიდანი, მსუქანი რონალდო"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება