რობერტო კარლოსს ბრაზილიაში გულის ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.
ექიმების ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.
ლეგენდარული ბრაზილიელი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად აკონტროლონ.
მედიის ცნობით, გულის პრობლემა ექიმებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც კარლოსს ფეხის თრომბზე ჩატარებული გამოკვლევები უტარდებოდა.
სწრაფმა რეაგირებამ და დროულმა ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლებელი გახადა გართულებების თავიდან აცილება და ფეხბურთელის მდგომარეობის სწრაფი სტაბილიზაცია.