როდრის იმავე მუხლზე აქვს პრობლემები, რომელზეც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ მან სიტის ნახევარმცველმა გასული სეზონის უდიდესი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.
პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ბარნლისთან შაბათს გამართული მატჩი როდრიმ სწორედ იმავე მუხლის დისკომფორტის გამო გამოტოვა.
„პარასკევს ვარჯიშზე მითხრა, მუხლი ძალიან მტკივა და ვერ ვთამაშობო.
მე ვუპასუხე, რომ მაშინ მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს დავაყენებ. კი, ისევ ის მუხლი აწუხებს." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.