როდრის თქმით, მას წინასწარ არ სცოდნია, რომ 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.
მან სიტის ნახევარმცველი წლის საუკეთესო ფეხბურთელად გასული წლის შემოდგომას დაასახელეს. წელს ეს ჯილდო უსმან დემბელემ მიიღო.
ესპანელს ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ აღნიშნული პრიზის გამარჯვებულად ის დასახელდა, როცა ცერემონიას ესწრებოდა.
„არა, ჩემთვის არ უთქვამთ და სანამ კონვერტი არ გახსნეს - არაფერი ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არც კი მიოცნებია და ამიტომ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ დონეზე ავალ.
ჩემს ბაშვობაში ოქროს ბურტს მხოლოდ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, ასე რომ აზრადაც არ მქონია, არასდროს არ ველოდი, რომ მსგავს რარაცას მოვიგებდი.
ხალხი ამბობს, რომ ცხოვრებამ შეიძლება ბევრი სურპრიზი მოგიმზადოს, მაგრამ ჩემთვის მთავარია - დავბრუნდე და კოლექტიურ გამარჯვებებს მივაღწიო.
ინდივიდუალური ჯილდოები ყოველთვის კარგია, მაგრამ ფეხბურთში პირველ რიგში გუნდური პრიზებისთვის ვიბრძვით." - აღნიშნა როდრიმ.