იბერია 1999 ხვალ, 26 ნოემბერს, 21:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს.
ამჟამად ორივე მეტოქეს 1-1 ქულა აქვს და ჯერჯერობით გამარჯვება არცერთს მოუპოვებია.
იბერია 1999 - 29-ე ადგილი - 3 მატჩი, 0 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება - ბურთები: 2:5 (-3) - 1 ქულა
იბერიას წინა შეხვედრები: სენტ-ტრუიდენთან 0:2, მიალბისთან 1:1, კოპენჰაგენთან 1:2.
ხეტაფე - 31-ე ადგილი - 3 მატჩი, 0 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება - ბურთები: 3:7 (-4) - 1 ქულა.
წინა შეხვედრები: კრაიოვასთან 1:1, ლუგანოსთან 2:5, ბრაიტონთან 0:1).
ცხრილის ზონები:
1–8 ადგილები: პირდაპირ მერვედფინალში გასვლა.
9–24 ადგილები: პლეი-ოფის რაუნდი (მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა).
25–36 ადგილები: ტურნირიდან გამოთიშვა.
ფორმატის მიხედვით, ფაზის დასრულებამდე დარჩენილია 3 ტური (მაქსიმუმ 9 ქულა). 24-ე ადგილამდე ჩამორჩენა სულ 1 ქულას შეადგენს, ამიტომ იბერია 1999-ს პლეი-ოფში (9–24 ადგილებზე) გასვლის რეალური შანსი შენარჩუნებული აქვს.
ხვალინდელი იბერია 1999-იბერიას მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.
კონფერენს ლიგის ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება:

