პრესაში ნამდვილი ბომბი გასკდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თურქეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.
როგორც თურქი ჟურნალისტი, იაგიზ საბუნჩუოღლუ "KAFA Sports"-თან საუბრისას ამხელს, შუამავალმა აგენტებმა რონალდუს ტრანსფერის საკითხზე თურქულ კლუბებს უკვე მიმართეს. კრიშტიანუს ალ-ნასრთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში მას ნებისმიერ სხვა გუნდთან შეუძლია წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება.
ამ მოვლენების ფონზე, საფრთხის ქვეშ დგება საუდელი ფანების მთავარი ოცნება, რონალდუმ კარიერის ისტორიული, მე-1000 გოლი ალ-ნასრის მაისურით გაიტანოს. ამჟამად მის ანგარიშზე 985 გოლია და მიუღწეველ რეკორდამდე მხოლოდ 15 ბურთი აშორებს.
პარალელურად, პორტუგალიელმა ლეგენდამ საერთაშორისო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, მწვრთნელთან წარმოქმნილი კონფლიქტისა და კრიზისის შემდეგ, რონალდუმ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან 23-წლიან სანაკრებო ეპოქას წერტილი დაუსვა 234 მატჩით, 146 გოლითა და 3 უდიდესი ტიტულით (ევრო 2016 და ორი ერთა ლიგა).
მიუხედავად გავრცელებული სატრანსფერო ჭორებისა, კრიშტიანუ ამჟამად ალ-ნასრთან ერთად ოთხ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას. მისი გუნდი საუდის არაბეთის ლიგაში 28 ქულით მესამე ადგილზეა, აზიის ჩემპიონთა ლიგის ელიტაში მეშვიდე პოზიციას იკავებს, წინ კი თასისა და სუპერთასის გადამწყვეტი მატჩები ელის.