-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალისა და იუვენტუსის ყოფილი ვარსკვლავის მიმართ გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არსებობს. 41 წლის ასაკში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საერთაშორისო ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რაც მწვრთნელ ჟორჟე ჟესუსთან უთანხმოებას მოჰყვა.
სკანდალური იმიჯის მიღმა რონალდუს უდიდესი საქველმოქმედო ისტორია აქვს. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, არსებობს 20-ზე მეტი ფაქტი, რაც მის ჰუმანურობას უსვამს ხაზს და ხალხის სიყვარულს განაპირობებს.
1. ის გაეროს ბავშვთა ფონდისა და World Vision-ის აქტიური ელჩია;
2. 2014 წელს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე სისხლის კიბოთი დაავადებულ ბავშვებზე ისაუბრა;
3. 2016 წელს სირიელ ბავშვებს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა;
4. პანდემიის დროს აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად პორტუგალიის კლინიკებს 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა;
5. კოვიდ კრიზისისას საავადმყოფოები სასუნთქი აპარატებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოამარაგა;
6. იუვენტუსში ოთხი თვის ხელფასზე უარი თქვა, რითაც პირადად 3.8 მილიონი იზარალა;
7. თანაგუნდელებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ბონუსის ნახევრის ქველმოქმედებაში დახარჯვისკენ მოუწოდა;
8. სხეულზე ტატუებს არ იკეთებს, რათა სისხლის რეგულარული დონორი იყოს;
9. აქტიურად მოუწოდებს საზოგადოებას სისხლის ჩაბარებისკენ;
10. ყოფილი თანაგუნდელის, კარლუშ მარტინშის შვილისთვის ძვლის ტვინი გაიღო;
11. 2011 წლის ოქროს ბუცი 1.2 მილიონად გაყიდა და თანხა ღაზაში სკოლების მშენებლობას მოახმარა;
12. 2013 წლის ოქროს ბურთის ასლი 530 ათასად გაყიდა და ფონდს Make A Wish გადაურიცხა;
13. პორტუგალიის სიმსივნის ცენტრს 120 ათასი გადაურიცხა (კლინიკას, სადაც დედამისმა მკურნალობა გაიარა);
14. 2015 წელს ნეპალში მიწისძვრით დაზარალებულებს 5 მილიონით დაეხმარა;
15. თურქეთისა და სირიის მიწისძვრის მსხვერპლთათვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა;
16. 2024 წელს ესპანეთში წყალდიდობის დროს სამაშველო მისიები დააფინანსა;
17. არაერთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს მკურნალობა და მძიმე ოპერაციები დაუფინანსა;
18. ლიბანელი ობოლი ბავშვი მადრიდის რეალში მიიწვია;
19. დააარსა ფონდი CR7 ახალგაზრდების განათლებისა და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად;
20. ნევროლოგიური დაავადების მქონე ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი მატჩზე მიიწვია;
21. უფროს ძმას ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარა;
22. თანაგუნდელებს ხშირად უკეთებს ძვირადღირებულ საჩუქრებს.
ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს ფეხბურთელის იმ მხარეს, რომელიც ნებისმიერ ტიტულსა და რეკორდზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები