ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების სამი წევრი იასპარეზებს.
ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ასევე ქალთა შორის ნინო ლოლაძე (57 კგ) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გავლენ.
ლაშა შავდათუაშვილი მეორე ეტაპიდან ჩერთვება, სადაც მისი მეტოქე კოსოვოელ და ირლანდიელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება.
ქართველ სპორტსმენს ბადეში ძლიერი კონკურენტი, 22 წლის იაპონელი ტანაკაც ჰყავს. ქალთა ტურნირში ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ურუგვაელ ლეოპოლდთან გამართავს, ხოლო ნინო ლოლაძის პირველი მეტოქე იაპონელი ომორი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.