საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოქტომბრის მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ლატვიასთან კვლავ ფრედ ითამაშა.
ჩვენი გუნდი ლატვიელებს 2 ოქტომბერს 2:2-ით დაშორდა, ამჯერად კი 1:1 ითამაშა. ბალტიისპირელები იგებდნენ, თუმცა 57-ე წუთზე ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 93-ე წუთზე, სიმულაციის გამო, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
აღსანიშნავია, რომ ესპანური ოსასუნას გარემარბმა პირველ შეხვედრაშიც შეაგდო, როცა თავისივე მოპოვებული პენალტი გარდასახა გოლად.
საქართველო (4-3-3): საბა ასანიძე - შოთა დიაკონიძე (ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი; 56), ალექსანდრე გეწაძე, ლუკა ჩაბრაძე, ერეკლე ძერყორაშვილი (ლუკა შარიქაძე; 56) - გიორგი კობახიძე (კობა კაკაშვილი; 63), ლუკა გურჩიანი (ლუკა კუპრავა; 56), საბა ავდოევი (ლუკა ციკოლია; 63) - ნიკოლოზ შალიკიანი (ნიკოლოზ ადუაშვილი; 63), საბა ჩხეტიანი (სანდრო მიქაუტაძე; 46), დავით მელაშვილი (გიორგი ქურდოვანიძე; 84).
ჩვენი გუნდი ნოემბერში, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ეგიდით, B ლიგის ჯგუფში დანიას (11 ნოემბერი), ბოსნიასა (14 ნოემბერი) და სან მარინოს (17 ნოემბერი) დაუპირისპირდება. ჯგუფის მატჩები სან მარინოში ჩატარდება, პირველადგილოსანი კი გაზაფხულზე გასამართ მე-3 რაუნდში თამაშის საშუალებას მიიღებს, რითაც ევროზე გამსვლელ 7 გუნდში მოხვედრას შეეცდება (მასპინძელი ჩეხეთი ავტომატურად კვალიფიცირებულია).
ფოტო: NAKREBI.GE