VIDEO: შერმოს მაგარი სტატისტიკა ევროპულ მატჩში - რამდენი ქულა დააგროვა?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ევროთასის მეორე ტურში წაგებულ მატჩში შესანიშნავი სტატისტიკა მოაგროვა.
თურქ ტელეკომთან საშინაო გამარჯვების შემდეგ, ქართველი ვეტერანის ლაგუნა ტენერიფე ლონდონ ლაიონსს ესტუმრა და 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 77:89.
შერმომ პარკეტზე 18:15 წუთი გაატარა - 7-დან 7 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, გუნდს 18 ქულითა და 3 მოხსნით დაეხმარა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც, ქულების მსგავსად, ესპანელთა მხარეს საუკეთესო მაჩვენებელია.
ტენერიფელები ევროთასის მორიგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, ასევე გასვლაზე, მაქსიმა რომას წინააღმდეგ გამართავენ. იქამდე ჩემპიონატში მურსიას ესტუმრებიან - 11 ოქტომბერს.