სამშაბათს, 11 აგვისტოს, კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
ალ-ნასრისა და პორტუგალიის ნაკრების 41 წლის თავდამსხმელმა და მისმა რჩეულმა სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნეს, წარწერით: „C❤️G“.
სამოქალაქო ცერემონია წყვილის რეზიდენციაში, კასკაიშში გაიმართა - ზუსტად ერთი წლის შემდეგ მათი ნიშნობიდან. ცერემონია დღისით ჩატარდა, რეგისტრატორი კი სპეციალურად პორტუდან ჩამოვიდა.
Brunswick Group-ის ცნობით, ქორწილს წყვილის ხუთივე შვილი ესწრებოდა: კრიშტიანუ უმცროსი, ევა, მატეო, ალანა მარტინა და ბელა ემერალდა. მოწმეები იყვნენ მიგელ პაიშაუ (რონალდუს მეგობარი სპორტინგიდან), ივანა როდრიგესი (ჯორჯინას და), ესპანელი იუველირი ხოსე როდრიგეს სანგილი და მისი მეუღლე მონიკა გონსალეს მარტინესი.
ქორწინების მოწმობაში მითითებულია, რომ წყვილი საუდის არაბეთში, ერ-რიადში ცხოვრობს და ქორწინების შემდეგ გვარი არცერთს არ შეუცვლია. ქორწინება იმავე დღეს ფუნშალის სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა.
ცერემონიას არ ესწრებოდა ავეირუს ოჯახი - რონალდუს დედა, ძმა და დები კასკაიშში გამართულ დახურულ ღონისძიებას არ დასწრებიან.~
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის დედამ და დამ მილოცვის ნიშნად პოსტზე გულები დაუტოვეს, ხოლო მეორე დღეს კატია ავეირუ ძმის სახლშიც მივიდა, რათა დაედასტურებინა, რომ ოჯახში უთანხმოება არ არის.
ქორწილიდან მეორე დღეს ახალდაქორწინებულები შვილებთან ერთად საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ალ-ნასრთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.