ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
ფეხბურთიფეხბურთი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აშშ-ის პოლიციამ გაასაჯაროვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებთან გამკლავებაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს FBI-სა და IPCC-ს (საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი) მოუწიათ.


მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ლეო მესის მოკვლის მიზნით თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის მუქარა. ტურნირის განმავლობაში ყველაზე მეტი მუქარა სწორედ არგენტინელმა ფეხბურთელმა მიიღო.


არგენტინისა და იორდანიის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ ერთ-ერთმა მამაკაცმა დალასის აეროპორტში დარეკა და დაიმუქრა, რომ კიდევ ორ ადამიანთან ერთად სტადიონზე შეიჭრებოდა.


მისი თქმით, მათ ხელნაკეთი ბომბები და AR-15 ტიპის შაშხანა ექნებოდათ. მუქარის ავტორმა კონკრეტულად მესი ახსენა და განაცხადა, რომ მისი მოკვლა სურდა. მუქარები არგენტინისა და ეგვიპტის მერვედფინალური მატჩის წინაც განახლდა.


„ატლანტის სტადიონზე შევალ და სხეულზე დამაგრებული 4 ბომბით მესის ავაფეთქებ“, - დაწერა ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელში.


იმავე მატჩის დროს პოლიციამ კიდევ ერთი ზარი მიიღო, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, რომ ტრიბუნებზე, ნაგვის ურნებში 3 ბომბი იყო დამალული.


სტადიონის დეტალური შემოწმების შემდეგ, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ, გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო.


უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი კრიშტიანუ რონალდუსაც შეეხო, ამჯერად პორტუგალიის ნაკრების სასტუმროში.


პოლიციის ანგარიშის თანახმად, FIFA-მ FBI-ს აცნობა „საეჭვო მამაკაცის“ შესახებ, რომელიც რონალდუს სასტუმროში განთავსებასთან დაკავშირებულ „დეტალებს“ ითხოვდა.


2 დღის შემდეგ ჰიუსტონის პოლიციამ იგივე მამაკაცი იმ სასტუმროში აღმოაჩინა და დააკავა, სადაც პორტუგალიის ნაკრები იყო დაბინავებული.


მსგავსი ინციდენტის გამო კიდევ ერთი პირი ტორონტოში დააკავეს. ის ცდილობდა რონალდუსთან ერთად ლიფტში მალულად შეპარულიყო და ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელთან მხოლოდ სელფის გადაღება სურდა.


სიკვდილის მუქარები მსაჯებმაც მიიღეს. ფრანგმა არბიტრმა ფრანსუა ლეტესიემ არგენტინა-ეგვიპტის სკანდალური მატჩის განსჯის შემდეგ პირად WhatsApp-ზე 6 000-ზე მეტი სიძულვილის შემცველი შეტყობინება მიიღო.


მსგავსი მუქარები ამავე შეხვედრის VAR-ის მსაჯმა ვილი დელაჟომაც მიიღო. შექმნილი საფრთხის გამო საფრანგეთში ორივე მსაჯის სახლებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გახდა საჭირო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აშშ
კრიშტიანუ რონალდუ
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

20 სთ წინ

მილიონიანი დაცვა და გასაიდუმლოებული სტუმრები: დეტალები რონალდუს ქორწილიდან

News image

20 სთ წინ

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?

News image

14 სთ წინ

„მესის გამო დაიჩაგრა", - ნეიმარის ყოფილი აგენტის სკანდალური აღიარება

News image

26 წთ წინ

მესის ოჯახის წევრი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

მილიონიანი დაცვა და გასაიდუმლოებული სტუმრები: დეტალები რონალდუს ქორწილიდან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მილიონიანი დაცვა და გასაიდუმლოებული სტუმრები: დეტალები რონალდუს ქორწილიდან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესის გამო დაიჩაგრა", - ნეიმარის ყოფილი აგენტის სკანდალური აღიარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესის გამო დაიჩაგრა", - ნეიმარის ყოფილი აგენტის სკანდალური აღიარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ოჯახის წევრი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ოჯახის წევრი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი