VIDEO: მესის მორიგი გოლი ჯარიმიდან - რამდენი დარჩა რეკორდამდე?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ მატჩში ინტერ მაიამი სან დიეგოს დაუპირისპირდა და 2-2 ეთამაშა.
მასპინძლებთა რიგებში გოლები ლეო მესიმ და ლუის სუარესმა გაიტანეს. არგენტინელმა 23-ე წუთზე ანგარიში 1-1 გახადა, ურუგვაელმა კი 75-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმით შეაგდო და კარიერაში 75-ე ჯარიმა გაიტანა, რითიც ყველა დროის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
3 საჯარიმო გოლიც და ლეგენდარული არგენტინელი ბრაზილიელი მარსელინო კარიოკას რეკორდს გაიმეორებს (78 ჯარიმა).
26 მატჩში მოპოვებული 46 ქულით ინტერ მაიამი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ ნეშვილს 11 ქულით ჩამორჩება.
ლიონელ მესი კი 20 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და მდევარ პეტარ მუსას 2 გოლით უსწრებს.