კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ქორწინებამდე საქორწინო ხელშეკრულება გააფორმეს.
ალ-ნასრისა და პორტუგალიის ნაკრების 41 წლის თავდამსხმელმა და ჯორჯინამ სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნეს, წარწერით: „C❤️G“.
რონალდუს დედა ქორწილს არ დაესწრო?! საინტერესო დეტალები გავრცელდა
Jornal de Notícias-ის ცნობით, საქორწინო ხელშეკრულებას ხელი 10 აგვისტოს, ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ლიზაბონის ნოტარიუსში მოეწერა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რონალდუმ და ჯორჯინამ ქონების ცალ-ცალკე ფლობის რეჟიმი აირჩიეს.
ამრიგად, თითოეული მეუღლე ინარჩუნებს იმ ქონებას, რომელსაც ქორწინებამდე ფლობდა და იმასაც, რასაც ქორწინების შემდეგ შეიძენს.
იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეები რამეს ერთობლივად შეიძენენ, ეს ქონება შესაძლოა ორივეს საკუთრება გახდეს.