კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის ჩემპიონ კლუბს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც პირველი გუნდის წევრებს ივნისის ხელფასები დაუგვიანდათ და სატრანსფერო აქტივობები სრულად შეჩერდა.
Al-Riyadiyah-ს ცნობით, ფეხბურთელებმა ივნისის ანაზღაურების მხოლოდ ნაწილი მიიღეს, კლუბი კი ამ დრომდე ცდილობს დარჩენილი დავალიანების გასტუმრებას. ამ კრიზისის ყველაზე მძიმე სპორტული შედეგი ტრანსფერების გაყინვა აღმოჩნდა. კლუბმა გასულ კვირას მარცელო ბროზოვიჩის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ხორვატი ნახევარმცველის შემცვლელის მოძებნა და მოლაპარაკებების წარმოება ამ დრომდე შეუძლებელია.
ეს სიტუაცია სერიოზული გამოწვევაა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ანგე პოსტეკოგლუსთვის, რომელსაც ახალ სეზონში გუნდის გაძღოლა ერთდროულად ოთხ ტურნირზე მოუწევს. თუ კლუბის ხელმძღვანელობა კრიზისს უახლოეს პერიოდში ვერ მოაგვარებს, ალ-ნასრს სეზონის დაწყება დასუსტებული შემადგენლობით მოუწევს.