• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
წყალში გადაყრილი „ოქროს თაობა“
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

წყალში გადაყრილი „ოქროს თაობა“

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პორტუგალიას არაფრისდიდებით არ უნდა დაეშვა, რომ რობერტო მარტინესსა და კრიშტიანუ რონალდუს წყალში ჩაეყარათ ქვეყნის „ოქროს თაობად“ მიჩნეული ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობა. ასე აფასებს ირლანდიელი ჟურნალისტი, პოპულარული ბრიტანული ონლაინ გამოცემა Goal-ის რეპორტიორი მარკ დოილი.


უეინ რუნიმ ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო გამოსვლას „ფეხბურთისთვის სამწუხარო დღე“ უწოდა, თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა. რონალდუ შესაძლოა, ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა, მაგრამ სინამდვილეში, ესპანეთის გამარჯვება პორტუგალიის უფერულ ნაკრებთან, ფეხბურთისთვის საკმაოდ კარგი დღე იყო.


რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი იმედგაცრუებული არ დარჩენილა რონალდუს მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნების ჩაქრობით. თავად მასაც კი ეგონა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულებული ჯერ კიდევ 2022 წელს იყო ყატარული ფიასკოს შემდეგ. და მაინც, 41 წლის ასაკში მისთვის მეექვსე მუნდიალზე მაინც იასპარეზა, რაც, ობიექტურად, უდიდესი მიღწევაა – მისი საოცარი გამძლეობისა და ვარჯიშის ცნობილი რეჟიმის დასტური.


„ის გენიოსია, სუპერვარსკვლავი“, – განაცხადა BBC Sport-თან რუნიმ. „ის, რაც მან ფეხბურთს მისცა, ძალზე იშვიათია. იმედგაცრუებული იქნება, რადგან სჯეროდა, რომ ამ ტურნირის მოგება შეეძლო“.


თუმცა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ რწმენას იზიარებდა, რობერტო მარტინესი იყო - და ეს არის ერთადერთი მართლაც სამწუხარო ფაქტი პორტუგალიის ადრეული გავარდნის შესახებ: ის, რომ ერთ ადამიანს მუდმივად უფლებას აძლევდნენ, საკუთარი ინტერესები გუნდის და ფაქტობრივად, მთელი ერის ინტერესებზე წინ დაეყენებინა.


გიჟი


საბოლოო ჯამში, არლინგტონში პორტუგალიის მერვედფინალიდან უსახურად გავარდნაში გასაკვირი არც არაფერი ყოფილა, ეს მოსალოდნელიც კი იყო. პორტუგალიელთა სამუნდიალე კამპანია ხომ გარდაუვალად უნდა დასრულებულიყო ცრემლებით, მტრობითა და საშინელი მწვრთნელობის ბრალდებებით, რადგან ზუსტად ასე დასრულდა მათთვის ევრო 2024-იც. ბოლოს და ბოლოს, თუ სიგიჟის განმარტება ერთი და იმავეს განმეორებით კეთებაა, მაშინ მარტინესი გიჟია.


შესაბამისად, მაშინ როდესაც ესპანეთთან წაგებულ მატჩში გონსალუ რამუშის მთელი თამაშის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვების გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი უნდა ყოფილიყო, ეს მარტინესის საარჩევნო პოლიტიკას სრულად შეესაბამებოდა: რონალდუ და 10 სხვა.


25 წლის ცენტრფორვარდი ჰადაჰა ხორვატიასთან გამოსულიყო სათადარიგოთა სკამიდან და 2:1 მოგებულ იღბლიან მატჩში გამარჯვების გოლი გაეტანა, მაგრამ მარტინესის მიერ მისი რონალდუზე წინ დაყენების არანაირი შანსი არ არსებობდა!


კატასტროფული კამპანია


მას შემდეგ, რაც მას აუხსნელი მიზეზით დააკისრეს სხვა ერის „ოქროს თაობაზე“ ზრუნვის პასუხისმგებლობა, ბელგიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ნათლად აჩვენა, რომ რონალდუ მისი რჩეული იყო. ფაქტობრივად, პირველი, რაც მარტინესმა გააკეთა, საუდის არაბეთში გამგზავრება იყო, რათა ვეტერანი თავდამსხმელისთვის ეთქვა, რომ გუნდის აწყობას მის გარშემო აპირებდა - მიუხედავად იმისა, რომ წინა მუნდიალზე აშკარა იყო, რომ რონალდუ უმაღლეს დონეზე ჩვეულ თამაშს ვეღარ ახერხებდა…


შედეგი იყო კატასტროფული ევრო 2024-ის კამპანია, რომლის დროსაც რონალდუმ გერმანიაში კარის მიმართულებით რეკორდული 23 დარტყმა განახორციელა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.


მარტინესი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას მაშინვე უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ რადგან ამ უხერხემლო ესპანელ სპეციალისტს საჭესთან დარჩენის უფლება მისცეს, ხოლო რონალდუ პორტუგალიისთვის დიდი ხანია „მგზავრად“ იქცა, ამერიკული მარცხიც პროგნოზირებადი იყო.



„I’m Back! I’m Back!“


გამაფრთხილებელი ნიშნები თავიდანვე ჩანდა, როდესაც პორტუგალიამ ტურნირის გახსნით მატჩში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან უგოლო ფრე ითამაშა.


უზბეკეთის კარში ორი გოლის გატანის შემდეგ რონალდუმ ამაყად განაცხადა: „მე დავბრუნდი! მე დავბრუნდი!“, მაგრამ ის კვლავ გაქრა კოლუმბიასთან პორტუგალიის კიდევ ერთი უღიმღამო გამოსვლის დროს, რამაც ლუზიტანიელთა შემდეგი სამუნდიალე გზა და მეტოქეები განსაზღვრა.


ხორვატიასთან გატანილმა თერმეტმეტრიანმა მას საშუალება მისცა, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში თავისი პირველი გოლი გაეტანა, მაგრამ ის შეტევაში იმდენად არაეფექტური იყო (პენალტი მისი ბურთთან ერთადერთი შეხება იყო საჯარიმოში მთელი შეხვედრის განმავლობაში), რომ მარტინესმაც კი ჩათვალა, მისი შეცვლის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. მატჩი, რომელიც დამატებით დროში გადასვლის კანდიდატი იყო, რამუშის ბრწყინვალე გოლით დასრულდა.


„23 წელია, ჩემს მოკვლას ცდილობთ“


კრიშტიანუ რონალდუ აღაშფოთა იმ მინიშნებებმა, რომ მისთვის კარიერის დასრულების დრო იყო და იმ თავდასხმების საპასუხოდ, რასაც საკუთარი მიღწევების წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდა, თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა.


„მსოფლიო თასის მოგება კრიშტიანუ რონალდუს არც მეტს და არც ნაკლებს არ გახდის“, – ამტკიცებდა ვარსკვლავი ესპანეთთან მატჩის წინ. „მადლობელიც კი ვარ იმ ბულინგისთვის, რასაც 40 წლის ასაკის შემდეგ ვგრძნობ... კრიტიკა არის იმის ნიშანი, თუ როგორ იზრდები, ამიტომ მადლობა ამისთვის. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, კრიშტიანუ რონალდუ სუფთა სინდისით წავა – არა 100%-ით, არამედ 1000%-ით, რადგან ცხოვრებაში და ფეხბურთში ყველაფერი გავიღე. თქვენ ბოლო 23 წელია, ჩემს მოკვლას ცდილობთ, მაგრამ ალბათ დაინახეთ, რომ ამას აზრი არ აქვს, დროის კარგვაა, თუმცა თქვენ ცდილობთ და ცდილობთ, ცდილობთ და ცდილობთ... როგორც უკვე ვთქვი, მე მაშინ შევწყვეტ, როცა გადავწყვეტ და არა მაშინ, როცა თქვენ გადაწყვეტთ“.


ცხადია, გასაგებია, რატომ გრძნობდა რონალდუ, რომ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა და უნდა აღინიშნოს, რომ მისი სტატუსი, როგორც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გოლეადორის, განხილვის საგანი არცაა, თუმცა, მისი მემკვიდრეობა და რეპუტაცია უდავოდ შეილახა მისი თამაშითა და საქციელით სანაკრებო კარიერის ბოლო სამ დიდ ტურნირზე – რადგან იგი დაამახსოვრდებათ, როგორც ადამიანი, რომელმაც იმ ბოლო ოთხ წელიწადში სარგებელზე მეტი ზიანი მიაყენა საკუთარ გუნდს.


კურთხევიდან ბარგამდე


რონალდუს გარშემო გუნდების აშენება სრულიად გასაგები იყო, მაგრამ გარკვეულ დრომდე. შედეგად, რონალდუ ზედმეტ ბარგად იქცა იმ გუნდისთვის, რომელსაც ადრე ზურგით დაატარებდა. ის ფაქტი, რომ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მათ ვერც მსოფლიო თასზე და ვერც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდეც კი ვერ მიაღწიეს, ამ ყველაფერს შესანიშნავად პასუხობს.


ჩააგდეს თუ არა მუნდიალზე გამოსვლა პორტუგალიის ნაკრების სხვა საკვანძო ფეხბურთელებმა, როგორიცაა ბრუნო ფერნანდეში? რათქმა უნდა! მაგრამ როდესაც ერთსა და იმავე გუნდში ამდენი ტოპ-ტალანტი ცუდად თამაშობს, კითხვები მწვრთნელთან და მის ფაქტობრივ ასისტენტთან უნდა გაჩნდეს.


პორტუგალიის ასეთი ძლიერი შემადგენლობის ასეთი ცუდი თამაში უბრალოდ არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება – ჯერ ევრო 2024-ზე, შემდეგ კი კვლავ მსოფლიო თასზე.


„უკეთესს იმსახურებდნენ“


რუბენ დიაშს, ნუნუ მენდეშს, ვიტინიას, ჟოაო ნევეშსა და ბრუნო ფერნანდეშს შეეძლოთ, პრეტენზია ჰქონოდათ, რომ თავიანთ პოზიციებზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს. რატომ? თვითონ რობერტო მარტინესმაც აღიარა, რომ პორტუგალიას მსოფლიო თასის მოსაგებად შესაფერისი გუნდი ჰყავდა და ახლა, როდესაც მან ეს ვერ შეძლო, უმალ დაასკვნა, რომ „გაგრძელებას აზრი არ აქვს“.


სიმართლე რომ ვთქვათ, მისი დანიშვნას უფრო არ ჰქონდა აზრი, თუ მისი ერთადერთი მიზანი სუპერვარსკვლავისთვის თავის მოწონება იყო და არა გამარჯვებული გუნდის აშენება. მარტინესის მმართველობა, არსებითად, დროის კარგვა იყო როგორც მისთვის, ისე ფეხბურთელთა შესანიშნავი თაობისთვის. ეს ბიჭები უკეთეს, უფრო ძლიერ მწვრთნელს იმსახურებდნენ.


რონალდუ შესაძლოა, მართლაც სასარგებლო „ჯოკერი“ ყოფილიყო პორტუგალიისთვის, თუკი მას დაარწმუნებდნენ, რომ ნაკრებში მცირე როლი მიეღო. ამის ნაცვლად, მას იმდენად შეუწყეს ხელი, რომ ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი.


ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მისი დაგვიანებული გამოთხოვება ნაკრებიდან, დამერწმუნეთ, არც ისეთი სევდიანი დღე იყო. იმ მადლიერების ფონზე, რაც რონალდუს მიმართ არსებობდა მისი ტრიუმფალური წლების გამო, მისი წასვლა ამჯერად შვებად იქცა. 


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

portugal
კრიშტიანუ რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როდრიმ ბერნარდუ სილვას საჯაროდ ბოდიში მოუხადა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრიმ ბერნარდუ სილვას საჯაროდ ბოდიში მოუხადა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ჯერ ბელგიის ნაკრები ჩაყარა წყალში, ახლა პორტუგალიის", - კუარეჟმა მარტინესზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ჯერ ბელგიის ნაკრები ჩაყარა წყალში, ახლა პორტუგალიის", - კუარეჟმა მარტინესზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუს უცნაური ანტირეკორდი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუს უცნაური ანტირეკორდი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანრი: "რონალდუს ლეგენდარულობა ხელშეუხებელია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანრი: "რონალდუს ლეგენდარულობა ხელშეუხებელია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

07 ივლ, 2026

როდრიმ ბერნარდუ სილვას საჯაროდ ბოდიში მოუხადა

News image

20 სთ წინ

„ჯერ ბელგიის ნაკრები ჩაყარა წყალში, ახლა პორტუგალიის", - კუარეჟმა მარტინესზე

News image

18 სთ წინ

რონალდუს უცნაური ანტირეკორდი

News image

9 სთ წინ

ანრი: "რონალდუს ლეგენდარულობა ხელშეუხებელია"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება