პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რიკარდუ კუარეჟმამ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი მწვავედ გააკრიტიკა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთთან მარცხის (0:1) შემდეგ, მარტინესმა განაცხადა, რომ „ამაყობს თამაშით და იმით, რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს“, რასაც კუარეჟმას მყისიერი და კრიტიკული პასუხი მოჰყვა:
„რით ამაყობს? დღემდე ვერ ვხვდები, კონკრეტულად რა აამაყებს. ის ბელგიის ნაკრებში ფანტასტიკურ თაობასთან ერთად მუშაობდა და არაფრისთვის მიუღწევია. პორტუგალიის ნაკრებშიც წარმოუდგენელი თაობით მოვიდა და აქაც ვერაფერი აჩვენა. კი, ჩვენ მოვიგეთ ერთხელ ერთობლივი ძალებით ერთა ლიგა, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ერთა ლიგის მოგებით უნდა ვიყოთ კმაყოფილები? ჩემთვის ეს საკმარისი არ არის.
ნიჭი და ხარისხი რომ არ გვქონდეს, კიდევ ხმას არ ამოვიღებდი. თუმცა, როცა ხელთ გრანდიოზული ტალანტი და უმაღლესი კლასი გაქვს, ვისი შეცდომაა გუნდის იდენტობის ნაკლებობა? მწვრთნელის.
მე საერთოდ ვერ გავიგე, რა ტაქტიკით ათამაშებდა გუნდს“, - განაცხადა კუარეჟმამ.