ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში არგენტინასთან დრამატული მარცხის (2:3) შემდეგ, მატჩის არბიტრების მუშაობაზე ისაუბრა და უკმაყოფილება ვერ დამალა:
„უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი ღვთის ნება იყო. ასეთი იყო ამ მატჩის ბედი და მისი შედეგი. ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მეორე ნახევრის უდიდეს ნაწილშიც კარგად გამოვიყურებოდით. რამდენიმე წვრილმანი შეცდომა დავუშვით, ხოლო რაც შეეხება მსაჯობას - მირჩევნია კომენტარი არ გავაკეთო.
ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. მეტი დასამატებელი არაფერი მაქვს.
გოლი გაგვიუქმეს, ასევე ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს, რის მერეც მეტოქემ მაშინვე კონტრშეტევა წამოიწყო და გაიტანა. მწვრთნელმა ტურნირზე ასეთი გამოსვლა მოგვილოცა. მას სურდა, რომ უფრო შორს წავსულიყავით, მაგრამ ეს ღვთის ნებაა.
ჩვენ ამ ჩემპიონატზე მიღწეულზე დაყრდნობით ავაშენებთ მომავალს და ღვთის წყალობით, წინ უფრო წარმატებული პერიოდი გველოდება.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობდით და ვიცოდით, რომ უმძიმესი მატჩი გველოდა. მეტოქისთვის შესანიშნავად მოვემზადეთ და ეს შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ჩანდა, თუმცა საბოლოოდ, ღმერთმა ასეთი ბედი გვარგუნა“, - განაცხადა სალაჰმა.